მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Украинская Правда: სააკაშვილი თავს პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე ხედავს

5ea8339c78cc1
ვიქტორია მღებრიშვილი
28.04.20 18:00
3579
რუსული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი თავის კანდიდატურას უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე განიხილავს.

სანდო წყაროზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი ვიცე-პრემიერის თანამდებობას აღარ ითხოვს.

პარლამენტის დეპუტატები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია არც ეცადა სააკაშვილისთვის ხმების საჭირო რაოდენობა მოეგროვებინა. ამ წუთებში ფრაქცია „ხმაში“ სააკაშვილთან შეხვედრა მიმდინარეობს. ფრაქციის წევრების განცხადებით, ის აღარ ითხოვს ვიცე-პრემიერის პოსტზე წარდგენას.

„ჩვენ ახლა შეხვედრა გვაქვს. მიხო ამბობს, უფრო მეტზე საუბრობს და პრეზიდენტი ზელენსკის მრჩევლის თანამდებობაზე ალაპარაკდა. ნათელია, რომ „სლუგი ნაროდამ“ ის გააცურა“, - წერს „უკრაინსკაია პრავდა“ დეპუტატზე დაყრდნობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები