მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინული ანტიოლიგარქიული კანონის გამო, რინატ ახმეტოვი თავის მედიაბიზნესს სახელმწიფოს გადასცემს

62cc3c08eddc9
გიორგი თოლორდავა
12.07.22 00:36
1020
უკრაინელი მილიარდერი რინატ ახმეტოვი საკუთარ მედიაბიზნესს სახელმწიფოს იძულებით გადასცემს.

ახმეტოვის გადაწყვეტილების მიღების მიზეზი უკრაინის მთავრობის მიერ მიღებული ახალი ანტოლიგარქიული კანონია, რომელიც ოლიგარქებსა და მილიარდერებს მაუწყებლობებისა და მედიაგამოცემების ფლობას უკრძალავს.

„იძულებული გავხდი ჩემი საინვესტიციო ჰოლდინგით გავსულიყავი მედიაბიზნესიდან. ამ კვირას Media Group Ukraine სახელმწიფოს გადასცემს სატელევიზიო, სამაუწყებლო და ბეჭდურ ლიცენზიებს“, - განაცხადა ახმეტოვმა.

ახმეტოვის ჰოლდინგ System Capital Management-ში შემავალი ჯგუფი - Media Group Ukraine მოიცავს ისეთ პოპულარულ არხებსა და გამოცემებს, როგორებიცაა: „უკრაინა“, „უკრაინა 24“, „НЛО TV“, „ინდიგო TV“, „ფეხბურთი“, „დონბასი“, „სიგმა“ და „34-ე არხი“.

შეგახსენებთ, Forbes-ის მიერ ახმეტოვის ქონება 4.2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული - ის უკრაინის უმდიდრესი მოქალაქეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები