მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი სტამბოლში ჩავიდა

62e98c40cb27c
BM.GE
03.08.22 00:50
720
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი, რომელმაც ოდესის პორტი 1 აგვისტოს დატოვა, სტამბოლში ჩავიდა. ინფორმაციას The Odessa Journal​​ ავრცელებს.

გამოცემა თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ და უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ გემი რუსი და უკრაინელი ოფიციალური პირების მიერ უნდა შემოწმდეს, რის შემდეგაც ის ლიბანში გაემგზავრება.

ინფორმაციისთვის, 22 ივლისს სტამბულში უკრაინასა და რუსეთს შორის დაიდო შეეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინის შავი ზღვის 3 პორტზე: ოდესაზე, ჩორნომორსკსა და "სამხრეთის" პორტებზე ბლოკადა მოიხსნებოდა და ქვეყანა მარცვლეულისა და სხვა აგრიკულტურული პროდუქტების ექსპორტს შეძლებდა. რუსეთმა კი პირობა დადო, რომ მიზანში არ ამოიღებდა პორტს, სანამ აქ მარცვლეულით დატვირთული გემები იმოძრავებდნენ.

ამ ხელშეკრულებას ხელი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ოლექსანდრ კუბრაკოვმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხელი გაეროსა და თურქეთის შუამდგომლობით მოაწერეს.

23 ივლისს რუსულმა ძალებმა ოდესის პორტი დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მარცვლეულის ექსპორტს ოდესაზე თავდასხმის მიუხედავად დაიწყებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები