მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინული "ნაფტოგაზი" გეგმავს, აღარ გაატაროს რუსული გაზი ევროპისკენ

უკრაინა
BM. GE
29.10.23 19:09
16

უკრაინული კომპანია „ნაფტოგაზი“ აღარ გააგრძელებს ხელშეკრულებას „გაზპრომთან“, რომელიც რუსული ბუნებრივი აირის ევროპისკენ ტრანზიტს გულისხმობს.

უკრაინულ და რუსულ კომპანიებს შორის ხუთწლიანი ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა. შესაბამისად, ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება.

რადიო თავისუფლების ცნობით, კომპანიის ხელმძღვანელ ალექსეი ჩერნიშოვთან ინტერვიუ რადიო თავისუფლების უკრაინულმა სამსახურმა ჩაწერა.

„ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი განპირობებულია ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერით, რადგან ისინი ამას საჭიროებენ.

ალექსეი ჩერნიშოვის თქმით, უკრაინა მზად არის ასევე, რომ არსებული ხელშეკრულება ვადაზე ადრე, ნებისმიერ დროს დაარღვიოს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ევროპის ქვეყნებს პრობლემები შეექმნებათ.

თავის მხრივ, ევროკავშირმა განაცხადა, რომ გაერთიანება რუსეთის გაზზე სრულად იტყვის უარს 2027 წლამდე, ხოლო უკრაინას სურს, რომ „მხარი დაუჭიროს და სტიმული მისცეს ამ პროცესს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები