მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინული თავდასხმებით მიღებული ზარალის გადასაფარად რუსეთი ნავთობის ექსპორტს ზრდის

ექსპორტი
BM. GE
27.08.25 18:34
1246

აგვისტოს თვის მეორე ნახევარში რუსეთმა ნავთობის ექსპორტი გაზარდა. მიღებული გადაწყვეტილებით რუსულ მხარეს სურს, ამოავსოს ის დანაკლისი, რომელიც უკრაინული დრონების შეტევის ფონზე ნავთობის მილსადენების გაჩერებამ გამოიწვია. საუბარია გასულ კვირაში ე.წ. მეგობრობის, იგივე Druzba-ს მილსადენზე განხორციელებულ ორ დარტყმაზე, რომლის შედეგადაც სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობის მიწოდება სრულად შეუწყდათ. ასევე ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე დრონით მიტანილ იერიშებზე, რომელთაც ქვეყანაში ნავთობის გადამუშავების 17%-ით შემცირება გამოიწვიეს.

არსებული ინფორმაციით, მომავალ დღეებში რუსეთი თავისი დასავლური პორტებიდან დღიურად 200,000 ბარელი ნავთობის ექსპორტს გეგმავს. რთულია იმის თქმა, რამდენად მოხერხდება გეგმის სისრულეში მოყვანა, რადგან უკრაინა რუსული პორტებისა და ნავთობის წარმოებასა და ექსპორტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის დაბომბვას უწყვეტად განაგრძობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები