მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“უკვე მომავალ წელს შეიძლება გვქონდეს თვისობრივად ახალი ქვეყანა” - როგორ?

62d297070f26a
ვიქტორია მღებრიშვილი
16.07.22 14:44
3410
“უკვე მომავალ წელს შეიძლება გვქონდეს თვისობრივად ახალი ქვეყანა” - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ევროკავშირის მიერ გაწერილი რეკომენდაციების შესრულებისთვის საჭირო ნაბიჯებს ასახელებს.

BM.GE-ი სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ:

„1. რიგგარეშე არჩევნების შედეგად კოალიციური, პროდასავლური მთავრობის ფორმირებით სრულდება თორმეტივე რეკომენდაცია და ვიღებთ კანდიდატის სტატუსს.
2. თავისუფალი სასამართლო და სუს-ის (პოლიტიკური პოლიციის) გაუქმება დაასრულებს საბჭოთა ბოროტებას ამ ქვეყანაში.
3. თავისუფალი, პროპორციული, ელექტრონული არჩევნები და რეალური დეცენტრალიზაცია (ფინანსების და რეალური ძალაუფლების დატოვებით რეგიონებში) დააყენებს საქართველოს შეუქცევადი განვითარების გზაზე.

ეს ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს ერთ წელიწადში, უკვე მომავალ წელს შეიძლება გვქონდეს თვისობრივად ახალი ქვეყანა.

მხოლოდ მეტი მონდომება და კიდევ უკეთესი თვითორგანიზებაა ამისთვის საჭირო. ძალიან ახლოს არის გამარჯვება (საქართველოს ევროპული მომავალი)“, - წერს ქადაგიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები