მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა 19 ოქტომბერს დაიწყება

5f8818a3ba69a
ინგა მურუსიძე
15.10.20 13:37
1312
უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყების გადაწყვეტილება არ გადაიხედება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, განათლების მინისტრს მიღებული აქვს დავალება, რომ სისტემაში ყველა რეკომენდაცია იყოს დაცული, რომ სწავლა არ შეწყდეს.

„ჩვენი გეგმით უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უნდა გაგრძელებულიყო 19 რიცხვიდან და ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში. იქ, სადაც შესაძლებელია სწავლის გაგრძელება ონლაინ, ამის საშუალება აქვთ, თუმცა არსებობს ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს აუდიტორიებში და მათ შეუძლიათ სწავლა დაიწყონ ჩვეულებრივ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები