მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“უმცირესობაში ვართ, საქართველოში რეგულაციების აღსრულებას არავინ ითხოვს“

61f001b99ba13
მარიამ იზორია
30.01.22 16:50
1033
„სამწუხაროდ, უმცირესობაში ვართ, საქართველოში რეგულაციების აღსრულებას არავინ ითხოვს“ - ამის შესახებ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სასტუმროების „Best Western ქუთაისისა“ და „Holiday Inn Telavi“-ის წარმომადგენელმა ქეთი მიქაშავიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, სასტუმროებში სტუმრებს კოვიდრეგულაციების უფრო მკაცრი დასცვისკენ უნდა მოუწოდონ.

„რეალურად სასტუმროები, რომლებიც მართლა იცავენ რეგულაციებს უმცირესობაში ვართ, შესაბამისად, ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. სტუმრები უკვე შეჩვეულები არიან, რომ ამ რეგულაციებს საქართველოში არავინ ითხოვს, ამიტომ მუდმივ წინააღმდეგობაში ვართ. მათგან ხშირად ვიღებთ შენიშვნებს, უკვირთ რატომ ვითხოვთ მათგან პირბადეების ტარებას, დისტანციის დაცვას, მაშინ როცა სხვაგან არ სთხოვენ. სამწუხაროდ, საბოლოოდ, ისე ხდება, რომ ასეთი ბიზნესები უფრო წარმატებულები არიან“ - ამბობს ქეთი მიქაშავიძე.

„Best Western ქუთაისისა“ და „Holiday Inn Telavi“-ის წარმომადგენელი სასტუმროებში ფასების კორექტირებაზეც საუბრობს და როგორც თავად აღნიშნავს, სასტუმროებში საფასო პოლიტიკა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში მკვეთრად შემცირებულია.

„ჩვენ ისეთ ბაზარზე ვმუშაობთ სადაც ფასს არა ხარჯი, არამედ თვითონ ბაზარი განაპირობებს. შესაბამისად, გაზრდილი ხარჯების მიუხედავად, ჩვენ ფასების შემცირება მოგვიწია, რადგან სტუმრების შემოყვანასა და შენარჩუნებისთვის ვიბრძვით“ - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები