მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უმოკლესი გზა წიაღისეულის საბადოს შესაძენად“ – Colliers-ის და MMS-ის ახალი პლატფორმა

60ae29618cd96
ვიქტორია მღებრიშვილი
26.05.21 15:03
1542
Colliers Interenrnational-ი და Mining & Mineral Solutions-ი (MMS) კერძო სექტორს სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიების მოპოვების ახალ პლატფორმას სთავაზობენ.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას MMS-ის მმართველი პარტნიორი მაია ზავრაშვილი განმარტავს, საბადოების ლიცენზიების მოპოვებაზე მოთხოვნა ბაზარზე საკმაოდ დიდია, შესაბამისად, Colliers Interenrnational-სა და MMS-ში ახალი პლატფორმის შექმნაზე მუშაობა დაიწყეს.

„პლატფორმაზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაახლოებით, 2 თვის წინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვიწყებდით საბადოების ლიცენზიების მოპოვების დამოუკიდებელ პროექტზე მუშაობას. პროექტზე მუშაობა უკვე დასრულებულია და ორშაბათიდან - 31 მაისიდან ამოქმედდება.

ბაზარზე ამ მიმართულებით დიდი მოთხოვნა იყო და სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიების გასხვისების სურვილით ბევრი კომპანია დაგვიკავშირდა. ჩვენ ავარჩიეთ ისეთი აქტივები, რომლებზეც მივიჩნიეთ, რომ ეკონომიკური რაციონალი არსებობს და მოთხოვნა მაღალი იქნება. კიდევ ვამუშავებთ 5-მდე ახალ საბადოს, რომელსაც ახალ პლატფორმაზე უახლოეს პერიოდში გამოვიტანთ. მინდა აღვნიშნო, რომ კერძო აქტივებია, რომელთა მფლობელებს პარტნიორის მოძიება უნდათ“, - აღნიშნა მაია ზავრაშვილმა.

„უმოკლესი გზა წიაღისეული საბადოს შესაძენად“ - ეს დაინტერესებული პირებისთვის ახალი პლატფორმის მთავარი გზავნილია. კომპანიაში განმარტავენ, რომ წიაღისეულის საბადოს შეძენა საკმაოდ რთულ პროცედურებთანაა დაკავშირებული და არაერთ ბიუროკრატიულ ეტაპს მოიაზრებს, რომელიც ახალი პლატფორმის საშუალებით მარტივდება.

„პროცესის სირთულის გამო პროცედურული ეტაპების დაძლევა დიდ დროს მოითხოვს, შესაბამისად, დაინტერესებულ კომპანიებს სასურველი ლიცენზიის მოპოვება გრძელვადიან პერსპექტივაში უხერხდებათ წიაღისეულის საბადოების გაყიდვა მოცემულ მომენტამდე მხოლოდ სახელმწიფოსთან კომუნიკაციის გზით იყო შესაძლებელი, თუმცა „კოლიერსისა“ და MMS-ის ერთობლივი მუშაობით, ბაზარზე ახალი ალტერნატივა გაჩნდა და ბუნებრივი რესურსების შეძენა უკვე პირდაპირი წესით, კერძო ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგანაა შესაძლებელი.

აღნიშნული სერვისი დაინტერესებულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, გაიიოლონ ბიზნესსაქმიანობა და მოკლე ვადებში გამარტივებული წესით მიიღონ წვდომა მათთვის სასურველ კომრეციულად ღირებულ წიაღისეულ დეპოზიტებზე. მათ მარაგების მოცულობის დასადგენად, საჭირო საველე სამუშაოების ჩატარება, სალიცენზიო ფართობის განსაზღვრა, სახელმწიფო ორგანოში განაცხადის წარდგენა და ადმინისტრაციული დროის დაკარგვა აღარ მოუწევთ და შესაბამისად, კერძო მფლობელობაში არსებული ლიცენზიის შესყიდვას სააუქციონე პროცედურების გარეშე პირდაპირი წესით შეძლებენ“, - განმარტავენ კომპანიაში.

MMS-ის შეფასებით, კერძო მფლობელობაში არსებული ლიცენზია უპირატესობა მის სიმარტივეშია. ახალ პლატფორმაზე mms.ge-ზე შექმნილ მზა საინვესტიციო პროექტების შესაძენ სივრცეში ამ დროისთვის  კერძო მფლობელობაში არსებული 5 აქტივია განთავსებული. მათ შორისაა გრანიტი, ტუფი, კირქვა, ქვიშა და ხრეში, სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად საჭირო მიწის ნაკვეთები და თერმული წყლები თანამდევი ლიცენზიით.

„აღნიშნული პლატფორმა ახალი შესაძლებლობაა ლიცენზიის მფლობელებისთვისაც. ესაა ხელსაყრელი სივრცე, სადაც შესაძლებელია, კერძო მფლობელობაში არსებული სალიცენზიო უფლების მართვა პარტნიორის მოძიება ლიცენზიის გაყიდვა ან ინვესტორთან გარიგებაში შესვლა. „კოლიერსისა“ და MMS-ის გუნდი ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს დინამიურ რეჟიმში ეძებს, საინტერესო აქტივების შეფასებას ეკონომიკური ღირებულების განსაზღვრას და საინტერესო ობიექტების მომხმარებლამდე მიტანას ახორციელებს. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ სუბიექტს უმოკლესი გზით ლიცენზიის უფლებრივი სტატუსის ვალიდაციის მოხდენა უკვე შეძლია“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები