მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმსხვილეს ჩინურ საინვესტიციო ბანკს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

cicc

უმსხვილეს ჩინურ საინვესტიციო ბანკს, China International Capital Corporation-ს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ამ პოსტზე ფინანსური ინდუსტრიის ვეტერანი, ჩენ ლიანგი დაინიშნა, რომელიც CICC-ს მომავალი თვიდან გაუძღვება.

საინვესტიციო ბანკი ჩინეთში 1995 წელს დაფუძნდა და ის პირველი კერძო კომპანია იყო ქვეყანაში, რომელიც ინვესტორებსა და ტრეიდერებს საბროკერო მომსახურებასთან აძლევდა წვდომას.

55 ჩენ ლიანგი ინვესტირების მიმართულებით უკვე 20 წელიწადზე მეტია მოღვაწეობს და მას საერთაშორისო აღიარებაც არ აკლია.

ლიანგის განცხადებით, მისი ხელმძღვანელობის პირობებში CICC განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას და მსოფლიოს მასშტაბით განვითარებას შეძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები