მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა გავხდეთ სტაბილური სატრანზიტო ქვეყანა ელექტროენერგიის ტრანზიტის მიმართულებით - გახარია

5e21638226eac
ინგა მურუსიძე
17.01.20 11:33
812
ჩვენ უნდა გავხდეთ სტაბილური სატრანზიტო ქვეყანა ელექტროენერგიის ტრანზიტის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თბოსადგურ „გარდაბანი 2“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღეიდან საქართველოს 230 მეგავატი დამატებითი სიმძლავრე დაემატა.

„დღეს ჩვენ ვხსნით 230 მეგავატიან თბოელექტროსადგურს. ეს არის ძალიან ეფექტური და მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ენეროსისტემისთვის. ყველას კარგად გვახსოვს და ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ახალი სამუშო ადგილები, რისთვისაც რა თქმა უნდა ენერგოეფექტურობა და საერთოდ ენერგიის წყარო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგური უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოსისტემის მდგარდობას, რაც მთავარია ამასთან ერთად ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას.

ყველას მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განამვლობაში საკმაოდ დიდი თანხები იყო ინვესტირებული საერთო გენერაციაში. 2012-დან 2019 წლამდე ჩვენს ენერგოსისტემას დაემატა მილიარდ 200 ათასამდე მეგავატის სიმძლავრეები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ასევე ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ეს მუშაობა არ უნდა შევაჩეროთ. ჩვენი ეკონომიკა იზრდება, ელექტროენერგიის მოხმარება ქვეყანაში იზრდება და რა თქმა უნდა სისტემის მდგრადობისთვის გვჭირდება გენერაციის ახალი წყაროები. ამასთან ერთად, ის რეფორმები, რომლებსაც დღეს ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის სფეროში ატარებს, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და დღეს საქართველო თუ არის სტაბილური სატრანზიტო ქვეყანა, ასევე არის აბსოლუტურად განჭვრეტადი პარტნიორი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ევროკავშირისთვის. ზუსტად ასე უნდა გავხდეთ ელექტროენერგიის ტრანზიტის მიმართულებითაც ძალზე მნიშვნელოვანი და სტაბილური სატრანზიტო ქვეყანა. ეს არის ამოცანები, რომლებიც დგას საქართველოს მთავრობის და ეკონომიკის სამინისტროს წინაშე“, - განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე ნავთობის და გაზის კორპორაციას და ჩინელ კოლეგებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები