მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირს სასამართლოში უჩივიან

უნგრეთი და სლოვაკეთი

უნგრეთისა და სლოვაკეთის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ევროკავშირის წინააღმდეგ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში ერთობლივი სარჩელი შეიტანონ. სარჩელი ეხება რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, 2027 წლის ბოლომდე სრულად აკრძალონ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტი.

აქ მნიშვნელოვანია განიმარტოს, თუ რა გზას მიმართეს გაერთიანების ლიდერებმა. სტანდარტულ შემთხვევაში, მსგავსი გადაწყვეტილებები სასანქციო ან საგარეო პოლიტიკის ფორმატში განიხილება და მის დამტკიცებას 27-ვე წევრი ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა კვალიფიციური უმრავლესობაა საკმარისი შიდა ვაჭრობისა თუ ენერგეტიკული რეგულაციების დაწესებისთვის. რადგან ინიციატივის მომხრეებმა იცოდნენ, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი ერთსულოვნების პრინციპს გადაწყვეტილების დაბლოკვისთვის გამოიყენებდნენ, მათ რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის საკითხი ენერგეტიკული რეგულაციების კუთხით წარადგინეს და დამტკიცებაც უნგრეთისა და სლოვაკეთის გვერდის ავლით შეძლეს.

საკითხს უკვე გამოეხმაურნენ ოფიციალურ ბუდაპეშტში. საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიარტო აცხადებს, რომ გაერთიანების წევრებმა არ გაითვალისწინეს უნგრეთის გამოუვალი მდგომარეობა და მისი დამოკიდებულება იმპორტირებულ ნავთობსა და გაზზე. შესაბამისად, ევროკავშირის წევრებმა შერჩეულმა მეთოდით უნგრეთის ეროვნული ინტერესების მიმართ სრული უპატივცეუმლობა გამოიჩინეს. სწორედ აღნიშნული ტაქტიკა უნდა გახდეს სასამართლოს მიერ განხილვის საგანი. უნგრეთის პირველი დიპლომატის შეხედულებას იზიარებს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც, რომელიც აცხადებს, რომ დაუშვებელია, ევროკავშირი რეალობას არ ითვალისწინებდეს და ქვეყნებს ენერგეტიკულ საფრთხეს უქმნიდეს. შეგახსენებთ, როგორც უნგრეთი, ისე სლოვაკეთი რუსულ გაზსა და ნავთობზე მრავალი წელია დამოკიდებულები არიან და ეს ვითარება მას შემდეგაც კი არ შეცვლილა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები