მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთი იმედოვნებს, აზერბაიჯანული გაზის მიღებას წლის ბოლოდან შეძლებს

6426d1173a056
მარიამ ვარადაშვილი
01.04.23 00:27
686
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, მათი მიზანია აპრილის ბოლოს დასრულდეს საბოლოო მოლაპარაკებები ბულგარეთთან და რუმინეთთან გაზსადენის საკითხზე. ეს პროექტი აზერბაიჯანული გაზის იმპორტს ითვალისწინებს.

პეტერ სიიარტომ ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ იმედოვნებენ უნგრეთი აზერბაიჯანიდან გაზის მიღებას წლის ბოლოდან უკვე დაიწყებს, რაც წლიურად დაახლოებით 1-2 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის უნდა იყოს. თებერვლის დასაწყისში უნგრულმა მხარემ ინფორმაცია გაავრცელა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან იმპორტის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და გაზის მიწოდება 2023 წლის ბოლოდან უნდა დაიწყოს.

“რა თქმა უნდა, ამისთვის ინფრასტრუქტურის განვითარება გვჭირდება ბულგარეთსა და რუმინეთში”,-განაცხადა მან და დაამატა, რომ თურქეთთანაც მიმდინარეობს ბუნებრივი გაზის იმპორტზე მოლაპარაკებები, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა სავარაუდოდ, საუბარია თურქმენულ გაზზე. Bloombeg როგორც წერს, სწორედ თურქმენული გაზის თურქეთის გავლით ტრანზიტი სურს თურქულ მხარეს.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს აზერბაიჯანმა ჯამში 22 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის გაზი გაიტანა ექსპორტზე, რაც წლიურად 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ევროპაში გაზის ექსპორტი კი ქვეყანამ 11.4 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდა.

2022 წლის ივნისში ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გაზის იმპორტის საკითხზე ხელმოწერილ მემორანდუმი 2027 წლისთვის ევროკავშირისთვის წლიურად სულ მცირე 20 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. ევროკომისიის ინფორმაციით, აზერბაიჯანისგან უკვე იღებენ გაზრდილი მოცულობით გაზს, რამაც 2021 წელს 8.1 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები