მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნგრეთი სანქცირებულთა სიიდან 8 რუსის ამოღებას ცდილობს

ორბანი

ევროკავშირი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის გახანგრძლივებისთვის ემზადება, რომელიც ათასობით მოქალაქეს და კომპანიას აერთიანებს. ამის ფონზე, როგორც ჩანს, უნგრეთის მთავრობა სანქცირებულთა სიიდან რვა რუსი მოქალაქის ამოღებას ცდილობს.

იმისათვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები გახანგრძლივდეს, წევრმა სახელმწიფოებმა ყოველ ექვს თვეში ერთხელ ერთსულოვნად უნდა დაუჭირონ მხარი შესაბამის ინიციატივას. როგორც წესი, უნგრეთი ევროკავშირის ინიციატივებს იქამდე ბლოკავს, სანამ ის სასურველ შედეგს არ მიიღებს და ამჯერად ვიქტორ ორბანის სურვილი ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებით გარანტიების მიღებაა.

ვინაიდან, უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის მიწოდება შეწყდა, უნგრეთი საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, რადგან ის, ისტორიულად, რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული. ამჯერად ამ ვითარებიდან თავის დაღწევა ორბანს ევროკავშირის დახმარებით სურს, სწორედ ამიტომ ის სანქციების გახანგრძლივების ინიციატივას დროებით ბლოკავს და ევროკავშირს აშანტაჟებს.

უშუალოდ სანქცირებულ პირებს რაც შეეხება, მათი ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ აღნიშნული პირები გარკვეულ კავშირში იქნებიან უნგრეთის ენერგომომარაგებასთან.

აქვე, ცნობისთვის გეტყვით, რომ ევროკავშირის სანქციების სია 2,400-მდე ინდივიდუალურ პირს, უწყებას, კომპანიას და ორგანიზაციას აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები