მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნგრეთი საქართველოს EU-ში გაწევრიანებაში უნდა დაეხმაროს - კიდევ რა წერია ახალ ხელშეკრულებაში?

პაპუაშვილი უნგრეთში

საქართველოს პარლამენტსა და უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა.

"ოცნების" პარლამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, ხელშეკრულების თანახმად, უნგრეთის ეროვნული ასამბლეა საქართველოს პარლამენტს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და ყველა მხრივ დაეხმარება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევაში.

ხელშეკრულება ასევე ხაზს უსვამს საერთო ევროპული ღირებულებების საფუძველზე, საქართველოსა და უნგრეთს შორის ისტორიულ მეგობრობას და მიზნად ისახავს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო გაცვლების ხელშეწყობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები