მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთის მთავრობამ ენერგეტიკული კრიზისის გამო, "სახიფათო მდგომარეობა" გამოაცხადა

62cf25fb81ef0
ალა ისპირიანი
14.07.22 00:50
1123
ქვეყანაში მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, უნგრეთის მთავრობამ "სახიფათო მდგომარეობა" გამოაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პრესსპიკერის, ზოლტან კოვაჩის განცხადებით, უნგრეთის მთავრობამ შვიდპუნქტიანი გეგმა შეიმუშავა, რომელიც ისეთ ზომებს მოიცავს, როგორიცაა ბუნებრივი აირის შიდა წარმოების ორ მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა, ენერგორესურსების ექსპორტის აკრძალვა და მურა ნახშირის შიდა წარმოების გაძლიერება.

გარდა ამისა, დამატებითი ზომები მოიცავს ელექტროსადგურების ხელახლა გაშვებას, ატომური ელექტროსადგურის მუშაობის გაფართოებასა და სხვა.

ცნობისთვის, "გაზპრომმა" მინიმუმ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება ჯერჯერობით ევროპის ექვს ქვეყანაში შეწყვიტა, ესენია: პოლონეთი, ბულგარეთი, ფინეთი, დანია, გერმანია და ნიდერლანდები, რადგან მათ გაზის საფასური რუბლში არ გადაიხადეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები