მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ ევროკავშირის სამიტების პარალელურად მოსკოვთან მუდმივ კომუნიკაციაში იყო

პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ დაადასტურა გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ის ევროკავშირის სამიტების პარალელურად მოსკოვთან მუდმივ კომუნიკაციაში იყო. თუმცა მან ასევე თქვა, რომ მსგავსი სახის საუბრებს სერბეთის, ისრაელის, აშშ-ისა და თურქეთის წარმომადგენლებთანაც მართავდა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ ეს დიპლომატიის შემადგენელი ნაწილია, რადგან ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილებები პირდაპირ გავლენას ახდენს უნგრეთის ურთიერთობებზე ევროკავშირის მიღმა არსებულ პარტნიორებთან.

სიიარტოს ამ განცხადებას წინ გამოცემა Washington Post-ის სკანდალური პუბლიკაცია უძღოდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბუდაპეშტი კრემლთან მჭიდრო კონტაქტს უკრაინაში მიმდინარე ომის მთელი პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებდა. სტატიის მიხედვით, უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუსი კოლეგისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად ევროკავშირის მინისტერიალების შესვენებებსაც კი იყენებდა. საგულისხმოა, რომ თავდაპირველად უნგრეთის მთავრობამ აღნიშნულ ინფორმაციას „დეზინფორმაცია“ უწოდა.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებას, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა უნგრეთის ქმედებებს მოსალოდნელი უწოდა და აღნიშნა, რომ ვარშავას ამის შესახებ ეჭვები დიდი ხანია ჰქონდა. ევროკომისიის წარმომადგენელმა ანიტა ჰიპერმა კი განაცხადა, რომ აღნიშნული ცნობები „უკიდურესად შემაშფოთებელია“, რადგან წევრ ქვეყნებს შორის ნდობა ევროკავშირის ფუნქციონირების ფუნდამენტია. ამჟამად ბრიუსელი უნგრეთის მთავრობისგან ოფიციალურ განმარტებებს ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები