უმდიდრესი უნგრელების რეიტინგში ლორინც მესაროში ლიდერობს - მისი ქონება 2024-2025 წლებში რამდენიმე ასეული მილიარდი ფორინტით გაიზარდა.
მესაროშის ქონების ზრდა, ძირითადად, მის საინვესტიციო პორტფელთანაა დაკავშირებული, რომელიც ენერგეტიკას, უძრავი ქონებასა და ინდუსტრიულ სექტორებს აერთიანებს. მისი საჯაროდ დალისტული კომპანიების უმრავლესობა სტაბილურად ინარჩუნებს მოგებიანობას, ბიზნესმენი კი, ბოლო წლებში, აქტიურად გადაერთო განახლებადი ენერგიისკენაც.
მესაროშის იმპერია არაერთ საყრდენს ეფუძნება, მათმა ნაწილმა კი გასულ წელს ბიზნესმენის ქონება განსაკუთრებულად გაზარდეს. მათ შორის, მოგების ზრდის მთავარი განმაპირობებელი Opus Global-ია - აქტივების მართვის კომპანია.
ერთ წელიწადში ლორინც მასაროშის ქონება 507 მილიარდი უნგრული ფორინტით გაიზარდა, რაც დაახლოებით $1.5 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტია. საქმე ისაა, რომ საშუალო ზომის უნგრული ქალაქები, როგორც წესი, წლიურად რამდენიმე ათეულ ფორინტიანი ბიუჯეტით იმართებიან. მაგალითად, ქალაქ ბეკეშჩაბას 2025 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიარდი ფორინტია, სომბათელის - თითქმის 18 მილიარდი. შესაბამისად, მესაროშის სიმდიდრის ერთწლიანი ზრდა 16 ასეთი ქალაქის ბიუჯეტს შეავსებდა.
მესაროშის ქონება ჯამურად $3.6 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს, რითაც ის მილიარდერთა გლობალურ სიაში მე-1000-დან 1100-ე პოზიციებზე ექცევა.
ზოგადად, 100 უმდიდრესი უნგრელის ქამური ქონება 11 ტრილიონ ფორინტს აღწევს. TOP 10 უმდიდრეს უნგრელთა რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
- ლორინც მასაროში - 1.7 ტრილიონი ფორინტი
- ტიბორ ვერესი - 756.4 მილიარდი ფორინტი
- სანდორ კსანი - 752.9 მილიარდი ფორინტი
- ზსლოტ ფელჩსუტი - 524.4 მილიარდი ფორინტი
- ლასლო ზიჯი - 416.1 მილიარდი ფორინტი
- გიორგი გატიანი – 352,4 მილიარდი ფორინტი
- დანიელ ჯელინეკი – 312,7 მილიარდი ფორინტი
- ტიბორ პაველკა – 310,4 მილიარდი ფორინტი
- გელერტ იასზაი – 309,0 მილიარდი ფორინტი
- გაბორ სელესი – 300,0 მილიარდი ფორინტი




























