მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უნგრეთმა თავისი არჩევანი გააკეთა და ჩვენ ამ არჩევანს პატივს ვცემთ" - კრემლი

პუტინი

კრემლის განცხადებით, რუსეთს უნგრეთის ახალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან "უაღრესად პრაგმატული კავშირების" გაგრძელების იმედი აქვს.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთის ახლო პარტნიორი, პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საპარლამენტო არჩევნებში ახალბედა კონკურენტმა პეტერ მადიარმა დაამარცხა.

"უნგრეთმა თავისი არჩევანი გააკეთა და ჩვენ ამ არჩევანს პატივს ვცემთ. მოუთმენლად ველით უნგრეთის ახალ ხელმძღვანელობასთან ჩვენი უაღრესად პრაგმატული თანამშრომლობის გაგრძელებას.

ყურადღება მივაქციეთ მადიარის განცხადებას დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ. ბუნებრივია, ეს სასარგებლო იქნება როგორც მოსკოვისთვის, ისე ბუდაპეშტისთვის", - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

ორბანი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ბლოკავდა. მან კიევი თავისი ქვეყნისთვის რუსული ნავთობის მიწოდების საბოტაჟში დაადანაშაულა (რაც უკრაინამ უარყო). ამასთან, ის აფერხებდა და ხშირად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაწესებას.

ამასთან, უკრაინაში მოსკოვის ომის მიუხედავად (რაშიც, ორბანის თქმით, მას თავისი ქვეყნის ჩათრევა არ სურდა), უნგრეთი რუსეთისგან ნავთობისა და გაზის ყიდვას კვლავ განაგრძობდა. გარდა ამისა, მოსკოვი უნგრეთისთვის ახალ ატომურ ელექტროსადგურს აშენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები