მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთს სურს, საქართველოს EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები წელსვე დაიწყოს

პიტერ სიიარტო უნგრეთი

საქართველო დიდი ხანია ევროკავშირის წევრობას იმსახურებს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელში დაწერა მანამ, ვიდრე გუშინ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართებოდა.

„გაფართოების პოლიტიკა ევროკავშირისთვის იოლად შეიძლება უდიდესი წარმატების ისტორია იყოს. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ქვეყანა საჯაროდ ამის მომხრეა, როდესაც გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო, ბევრი მუხრუჭს იყენებს.

საქართველო დიდი ხანია ევროკავშირის წევრობას იმსახურებს, დღეს[20 თებერვალს] საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება ბრიუსელში. უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვიძლია იმისათვის, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად წაიწიოს წინ გაწევრიანებს მოლაპარაკებების კუთხით“, - დაწერა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, რომელიც გუშინდელი საბჭოს სხდომაზე იმყოფებოდა.

როგორც „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი წერს, ასოცირების საბჭოს სხდომას, როგორც წესი თავად მონაწილე ქვეყნის ელჩიც კი არ ესწრება ხოლმე.

„საინტერესო ასპექტი დღევანდელი ასოცირების საბჭოდან: უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა. როგორც წესი, მას წევრი ქვეყნების ელჩებიც კი არ ესწრებიან. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში მიზნად ისახავს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები წელსვე გახსნას. ამას, რა თქმა უნდა, ერთსულოვნება სჭირდება“, - დაწერა რიკარდ იოზვიაკმა.

აღსანიშნია, რომ უნგრეთი 2024 წლის მეორე ნახევარში - ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, როტაციის პრინციპით ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები