მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობის მიწოდება ამ კვირაში მეორედ შეუწყდათ - უკრაინამ მილსადენს დაარტყა

უნეჩა
BM. GE
22.08.25 23:11
445

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნავთობის მილსადენ “მეგობრობაზე” შეტევა ამ კვირაში მეორედ მიიტანა. ამჯერად, დარტყმა უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან ახლოს, უნეჩას ნავთობის სატუმბზე განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ეს მონაკვეთი მილსადენის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია. შეტევის შედეგად სადგურზე ხანძარი გაჩნდა, სლოვაკეთსა და უნგრეთს კი რუსული ნავთობის მიწოდება კიდევ ერთხელ შეუწყდა.

სპეციალისტების შეფასებით, დაზიანების აღმოფხვრას, სულ მცირე, 5 დღე დასჭირდება. უკრაინის მიერ რუსული ნავთობის მილსადენზე მიტანილი მეორე შეტევა კიევის სტრატეგიის ნაწილია, მიზანი კი კრემლის ომის მანქანისთვის აუცილებელი შემოსავლის შემცირებაა.

ცნობისთვის, Druzba-ს, იგივე “მეგობრობის” მილსადენი დღესდღეობით ევროპაში რუსული ნავთობის მთავარი გადამზიდია და მას, ძირითადად, უნგრეთი და სლოვაკეთი იღებენ. ერთ კვირაში განხორციელებული ორი შეტევა აღნიშნული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მკაცრად გააკრიტიკეს და ევროკომისიას საპასუხო ზომების მიღებისგან მოუწოდეს. ამ მხრივ, მთავარი მოთხოვნა ევროკომისიის მიერ უკრაინისთვის “მეგობრობის” მილსადენზე დარტყმის აკრძალვაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები