მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნგრეთში არსებობს ძლიერი, პოზიტიური გრძნობები საქართველოს მიმართ - ვიქტორ ორბანი

635a523eb1fdf
BM.GE
27.10.22 13:37
654
უნგრეთში არსებობს ძალიან ძლიერი, პოზიტიური გრძნობები საქართველოს მიმართ. შეიძლება ითქვას, მიკერძოებაც - ეს იმას ნიშნავს, რომ შესანიშნავი საწყისი პლატფორმა გვაქვს მოლაპარაკებებისთვის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უნგრეთს და საქართველოს გააჩნია მიდარი ისტორია, მდიდარი კულტურული ტრადიციები.

„გუშინ მე და ბატონ ირაკლის [ღარიბაშვილს] გვქონდა ხანგრძლივი დისკუსია და დღევანდელ ფორმატში გაგრძელდა ეს შეხვედრები. უნგრეთში არსებობს ძალიან ძლიერი, პოზიტიური გრძნობები საქართველოს მიმართ. შეიძლება ითქვას, მიკერძოებაც. ეს იმას ნიშნავს, რომ შესანიშნავი საწყისი პლატფორმა გვაქვს მოლაპარაკებებისთვის. ქვეყნები არიან გეოგრაფიულად დაშორებულნი, საქართველო კავკასიის რეგიონშია, ჩვენ აქ ვართ, შეიძლება ითქვას, რომ სხვაობები ბევრია, მაგრამ მსგავსებაც ბევრია და ჩვენთვის არ არის რთული იმ ძირითადი საკვანძო ხაზის გაგება, რომელიც საქართველოს და ქართველ ერს გააჩნია.

არ არის იმის გაცნობიერება რთული, თუ რა ამოძრავებს საქართველოს. ჩვენს ორივე ქვეყანას გააჩნია მდიდარი ისტორია, მდიდარი კულტურული ტრადიციები და ჩვენ უნიკალური ენები გვაქვს. ეს კულტურა და ეს ენა უნდა შევინარჩუნოთ, ჩვენი ერების და მათი ისტორიის სასიკეთოდ. ასევე მინდა ვთქვა საქართველოს შესახებ - რაც შეეხება პოლიტიკას, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. იმიტომ, რომ 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დღიდან. რადგან არანორმალურ დროში გვიწევს არსებობა, უპრეცედენტო კრიზისის წინაშე აღმოვჩნდით, ეს არის ფასების კრიზისი, ენერგეტიკული მატარებლების კრიზისი და ვატარებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა დაინტერესებულ წრეებთან და მხარეებთან. ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ დღევანდელი დღის შესახებ. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები, ძალიან ახლოს ვართ გეოპოლიტიკურ საკითხებზე, მშვიდობისა და ომის საკითხებზე. დიდი სურვილი გვაქვს, რომ უკრაინულ-რუსული ომი მალე დასრულდეს და საქართველოს მოსაზრებაც იგივეა“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები