მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

UNICEF-ი და სამინისტრო მასწავლებლების ვაქცინაციისთვის ერთობლივ კამპანიას დაიწყებენ

611360eb33635
BM.GE
11.08.21 09:25
812
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) საქართველოს მასშტაბით უკვე მართავს პედაგოგებისთვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ. შეხვედრები მიზნად ისახავს აუდიტორიისთვის ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას და მას ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტები და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები უძღვებიან.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, UNICEF საქართველოს ხელძღვანელმა, ღასან ხალილმა და განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გამართეს შეხვედრა პედაგოგთა იმუნიზაციის პროცესის შესახებ. 

"მინისტრმა ღასან ხალილს განათლების სისტემის წარმომადგენელთა ვაქცინაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი სასურველი ვაქცინით. მინისტრის თქმით, ამგვარი პირობები შეიქმნა იმისათვის, რომ განათლების სექტორში დასაქმებულებმა მარტივად შეძლონ ვაქცინაცია და ამ გზით ერთმანეთისა და მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

შეხვედრის დროს მხარეებმა აღნიშნეს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმუნიზაციის პროცესში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს, რისთვისაც საქართველოს მასშტაბით სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება დაიგეგმა,"- ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში 60,000 პედაგოგია, უცნობია მათი რა ნაწილია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები