მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UniCredit-მა $11 მილიარდად Banco BPM-ის შესყიდვა გადაწყვიტა

uni bpm

უმსხვილესმა იტალიურმა საბანკო-საფინანსო ჰოლდინგმა, UniCredit-მა კონკურენტი კომპანიის, Banco BPM-ის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, გარიგების მოცულობა კი, 11 მილიარდ დოლარს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ UniCredit-ის მენეჯმენტს BPM-ის ინვესტორების მხრიდან ჯერ თანხმობა არ მიუღიათ და არ არის გამორიცხული, მათ თანხის მოცულობის გაზრდა მოითხოვონ, რადგან 11 მილიარდი დოლარი კომპანიის საბაზრო შეფასებასთან შედარებით მხოლოდ 15%-იან პრემიუმს წარმოადგენს. თანხმობის მიღების და მარეგულირებლის მხრიდან მწვანე შუქის ანთების შემთხვევაში, BPM-ის ინვესტორები UniCredit-ის აქციებს მიიღებენ და არც ნაღდ ფულს, ანუ ბირჟაზე აქციების გაცვლა შედგება.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, იტალიური BPM-ის შესყიდვა მოულოდნელი იყო, რადგან სულ ცოტა ხნის წინ, UniCredit-ს გერმანული CommerzBank-ის შეძენა სურდა, თუმცა პოლიტიკური ზეწოლის გამო, კომპანიას უკან დახევა მოუწია.

ამჟამინდელი მონაცემებით, UniCredit-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 60 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც კონკურენტ ბანკებს პორტფელის გაფართოების მიზნით ყიდულობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები