მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Unistream-თან თანამშრომლობა ოთხმა სომხურმა ბანკმა შეწყვიტა

64be2339c4cfb
გიორგი არონია
24.07.23 11:11
705

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ რუსული ბანკისა და გზავნილების სისტემის მფლობელი კომპანიის, Unistream-ის სანქცირების შემდეგ, კომპანიასთან თანამშრომლობა ოთხმა სომხურმა ბანკმა, მათ შორის “არდშინბანკმა”, “კონვერს ბანკმა”, “არმეკონომბანკმა” და “ევოკაბანკმა” შეწყვიტეს.

შეგახსენებთ, რომ რუსული Unistream-ი აშშ-ის ხელისუფლებამ 20 ივლისს დაასანქცირა. საპასუხოდ, რუსულმა ბანკმა “ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა” შეიმუშავა, რომელიც, როგორც Unistream-ში ამბობენ, კომპანიის ოპერირების საშუალებას სანქციების პირობებშიც მისცემს.

სომხურ ბანკებთან ერთად, Unistream-თან თანამშრომლობა საქართველოს უმსხვილესმა ბანკებმა - თიბისიმ და საქართველოს ბანკმაც შეწყივიტეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები