ჯანდაცვისა და სადაზღვევო სფეროში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია, UnitedHealth Group, მოულოდნელი ცვლილებებისა და ფინანსური გაურკვევლობების წინაშე დგას. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ენდრიუ ვიტიმ, თანამდებობა დაუყოვნებლივ დატოვა. CEO-ს პოზიციაზე დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, სტივენ ჰემსლი ინიშნება, რომელიც აქამდე დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ვიტის გადადგომის ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა, ანალიტიკოსები და ბაზრის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება კომპანიის არადამაკმაყოფილებელ ფინანსურ მაჩვენებლებს. UnitedHealth-მა მიმდინარე წლის შემოსავლების პროგნოზიც გააუქმა, რაც ინვესტორებში დამატებით კითხვებს აჩენს კომპანიის სტაბილურობასთან დაკავშირებით.
გამჭვირვალობის დეფიციტის და მართვის დონეზე ცვლილებების ფონზე, UnitedHealth Group-ის აქციების ფასი ერთ დღეში 18%-ით დაეცა — რაც კომპანიის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მკვეთრ რყევად განიხილება.
კომპანია ჯერჯერობით არ ასაჯაროებს დეტალურ ინფორმაციას ფინანსური მაჩვენებლებისა და სტრატეგიული ცვლილებების შესახებ, თუმცა მსგავსი მასშტაბის ცვლილება მენეჯმენტში და პროგნოზის გაუქმება მიუთითებს სისტემურ გამოწვევებზე, რომელთა გადაჭრა ახალ ხელმძღვანელობას უმოკლეს ვადაში მოუწევს.




























