მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უნივერსიტეტები ერთმანეთს ასწრებდნენ, ვინ მოაწერდა ხელს მემორანდუმს” - ამილახვარი

ამილახვარი

“ყველა უნივერსიტეტი ასწრებდა ერთმანეთს, ხელს ვინ მოაწერდა მემორანდუმს”, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების ჩამოწერის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ამილახვარის თქმით, სახელმწიფო კერძო უნივერსიტეტებს სტუდენტის დავალიანების 20%-ს გადაუხდის, სტუდენტს კი ის მთლიანად გაუნულდება. 

“ყველასთან რა შეთავაზებაც იყო, არის ობიექტური საბაზრო ფასი იმ ვალისა, რომელიც აქვთ. ეს დაახლოებით ვალის ოდენობის 20% იქნება. 20%-იც კი ზოგ შემთხვევაში არ არის ამ ვალის ღირებულება, ვინაიდან იქ სხვადასხვა ფინანსური მექანიზმი ერთვება. შესაბამისად, ყველა უნივერსიტეტი, თავისუფალი ნების ფარგლებში, სიხარულით დათანხმდა ამას. სხვა შემთხვევაში უნივერსიტეტები 20%-საც ვერ ამოიღებდნენ. საქართველოში მოქმედი ყველა უნივერსიტეტი  სიამოვნებით, ასწრებდა ერთმანეთს ხელს ვინ მოაწერდა, დათანხმდა ამ შეთავაზებას”, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა. 

მინისტრის თქმით, ყველა სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, ვისაც სურვილი აქვს, სტატუსი მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში აღიდგინოს, უფლებამოსილია, ახლავე მიმართოს თავის უნივერსიტეტს, რომელიც შინაგანაწესის შესაბამისად, უზრუნველყოფს მათთვის სტატუსის გააქტიურებას და სტუდენტის სასწავლო პროცესში სრულად ჩართვას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკვე შემუშავდა კრიტერიუმები. გადაწყვეტილება ეხება საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს, რომელთაც 2023 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი შეჩერებული აქვთ.

გიორგი ამილახვარის ცნობით, ამ დროისთვის შეთავაზებაზე უარი აგრარულმა და თავისუფალმა უნივერსიტეტებმა თქვეს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები