მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„უნივერსიტეტებს ბევრი ქონება აქვთ, შესაძლებელია მათი პრივატიზაცია“ - ხუციშვილი სტუდენტური საცხოვრებლების საკითხზე

63763a21efdac
ვიქტორია მღებრიშვილი
17.11.22 22:00
820
ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენისას, სტუდენტების საერთო საცხობრებლების პრობლემაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, უნივერსიტეტები გარკვეულწილად მუშაობენ, რომ საერთო საცხოვრებლების გაუმჯობესება და ახლების აშენება მოხდეს.

ლაშა ხუციშვილის თქმით, უნივერსიტეტებს მათ ბალანსზე არსებული გამოუყენებელი ქონების გაყიდვა და ამ ფინანსური რესურსის პრიორიტეტების მიხედვით გამოყენება შეუძლიათ, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს.

„გარკვეული რესურსი ნამდვილად არსებობს, რადგან უნივერსიტეტებს ბალანსზე ძალიან ბევრი ქონება აქვთ, რომელსაც სასწავლო პროცესში არ იყენებენ. შესაძლებელია მათი პრივატიზაცია და ამ ფულით სხვა პრიორიტეტების დაფინანსება. მე რამდენადაც ვიცი, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მან სტუდენტების დაფინანსების შესახებაც გააკეთა განმარტება და თქვა, რომ სახელმწიფო სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებას ახორციელებს, სხვა მიმართულებით დაფინანსება კი გათვალისწინებული არ არის.

ცნობისთვის: საპარლამენტო ჯგუფ “მოქალაქეების” ლიდერმა ლევან იოსელიანმა უნივერსიტეტების მხრიდან სტუდენტებისთვის საცხოვრებელი შეთავაზების პასუხისმგებლობის აღებაზე ჯერ კიდევ სექტემბერში ისაუბრა და განაცხადა, რომ აკრედიტაციის წესში ცვლილება უნდა შევიდეს და უნივერსიტეტებმა სტუდენტებისთვის საბინაო ფონდი უნდა შექმნან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები