მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბი აპრილში გაიხსნება - მერიის წარმომადგენელი

ქავთარაძის გვირაბი

უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის სამუშაოები აპრილში დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი აბუთიძემ განაცხადა.

"აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, თავად გვირაბის უმეტესი ნაწილი დასრულებულია. გვინდა, აპრილის ბოლოს სამუშაოები სრულად დავამთავროთ და გავხსნათ გზა. ამ ტერიტორიაზე მოგვიწია მხოლოდ ერთი სახლის გამოსყიდვა, დანარჩენი სახელმწიფო ტერიტორიები იყო", - ამბობს აბუთიძე.

პროექტის ღირებულება 12 მლნ ლარია. გვირაბი უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მისი გასასვლელი მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც თავის მხრივ, ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული. გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა, თითო ზოლი თითო მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები