მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნცია ოქროს ფასმა რეკორდულ 5,300 დოლარს მიაღწია

ოქრო და ვერცხლი

ძვირფასი მეტალების ბაზარზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ისევ გრძელდება - ოქროს ფასი ერთ თვეში 23%-ით გაიზარდა და უნცია მეტალის ღირებულებამ ამჯერად 5,300 დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ისტორიულ შედეგს წარმოადგენს. საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში ოქრო 92%-ით არის გაძვირებული, ხოლო ბოლო ერთ კვირაში მატება 10%-ს აღწევს.

აღმასვლის რეკორდული დინამიკა ფიქსირდება ვერცხლთან მიმართებითაც, რომელიც ერთ თვეში 60%-ით არის გაძვირებული და უნციის ფასი რეკორდულ 115 დოლარს აღწევს. თუკი ერთწლიან პერიოდს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ვერცხლის ფასი 270%-ით არის გაზრდილი და ის ამჟამად ისტორიულ მაქსიმუმზე იმყოფება.

ბოლო პერიოდში ოქროს გაძვირება ეკონომიკური და გეოპოლიტიკური რისკების ზრდით არის განპირობებული. მკვეთრი აღმასვლის ფონზე, Bank of America-მ ოქროს ფასის მოკლევადიანი სამიზნე მაჩვენებელი უნციაზე რეკორდულ 6,000 დოლარამდე გაზარდა.

ამ ოპტიმისტური პროგნოზის მთავარ მამოძრავებელ ძალად რამდენიმე ფაქტორი სახელდება. პირველ რიგში, ეს არის გლობალური ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს მარაგების ინტენსიური შევსება და ინვესტორების მცდელობა, მზარდი ინფლაციისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობისგან თავი დაიზღვიონ. გარდა ამისა, Bank of America ხაზს უსვამს ოქროს მოპოვების შემცირებასა და ხარჯების ზრდას, რაც ბაზარზე მიწოდების დეფიციტს ქმნის და ფასის კიდევ უფრო მეტ ზრდას უწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები