მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უორენ ბაფეტი ელექტრომობილების ჩინურ მწარმოებელ BYD-ში ინვესტიციას ამცირებს

63a04ec7508ad
გიორგი თოლორდავა
20.12.22 01:00
759
უორენ ბაფეტის საფინანსო ჰოლდინგი Berkshire Hathaway ელექტრომობილების მწარმოებელ ჩინურ კომპანია BYD-ში ინვესტიციას ამცირებს.

გასულ კვირას ბაფეტმა საფონდო ბირჟაზე გასაყიდად დამატებით 1.3 მილიონი აქცია გაიტანა. საერთო ჯამში კი, მიმდინარე წელს Berkshire-მა BYD-ში ინვესტიციის მოცულობა თითქმის 25%-ით შეამცირა.

წყლის დასაწყისში ბაფეტი BYD-ს 25.5%-იან წილს ფლობდა, ამჟამად კი მისი წილი 15%-მდეა შემცირებული.

მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ჰოლდინგის მიერ ინვესტიციის შემცირების სიახლეს, ბუნებრივია, ინვესტორები და ტრეიდერები ნეგატიურად იღებენ, ექვსთვიან ჭრილში BYD-ს აქციების ღირებულება 22%-ითაა შემცირებული.

მიუხედავად ვარდნისა, BYD მაინც ინარჩუნებს მსოფლიოს რიგით მესამე ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებლის სტატუსს - Tesla-სა და Toyota-ს გვერდით, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 100 მილიარდ დოლარს აღწევს.

BYD-ში ინვესტიციის შემცირება ორი ძირითადი მიზეზითაა განპირობებული: პირველ რიგში, Berkshire-ს მოგების განაღდება და დივიდენდების განაწილება სურს; მეორე ფაქტორი კი ჩინეთში გართულებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებასთანაა დაკავშირებული, სიტუაციას განსაკუთრებით ამწვავებს აშშ-ჩინეთის გეოპოლიტიკური დაპირისპირება და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოწოდება - ამერიკულმა კომპანიებმა შეამცირონ ინვესტიციის მოცულობა ჩინურ ეკონომიკაში.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები