მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, უორენ ბაფეტმა ბეისბოლის კლუბ Atlanta Braves-ის 223 ათასი აქცია, 8 მილიონ დოლარად შეიძინა. კლუბის აქციებთან ერთად ბაფეტმა სამაუწყებლო კომპანია SiriusXM-ის 9.7 მილიონი აქციაც 44 მილიონ დოლარად შეიძინა, რომელიც Braves-ის თამაშების ექსკლუზიური გამშუქებელია.
ორივე აქციის უმრავლესობის მფლობელი Liberty Media-აა, რომელიც ამავდროულად ფორმულა 1-ის მფლობელიცაა, თავის მხრივ, ბაფეტის კომპანია "Berkshire Hathaway" ფორმულა 1-ის 481 მილიონი დოლარის აქციებსაც ფლობს.
ცნობისთვის, ბაფეტის ქონება ამჟამად 118 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და ძირითადად ისეთ ბიზნესებში აბანდებს თანხებს, რომელთაც ფუნდამენტური ღირებულება აქვთ და მომავალში მათ აქციებს ფასების ზრდის პერსპექტივა გააჩნიათ.