მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უორენ ბაფეტმა BYD-ის წილი სრულად გაყიდა

BYD

უორენ ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგმა, Berkshire Hathaway-მ ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანია BYD-ში წილი სრულად გაყიდა.

BYD-ში პირველად ინვესტირების გადაწყვეტილება Berkshire-მა 2008 წელს, ჩარლი მანგერის რეკომენდაციით მიიღო და მაშინ $230 მილიონის სანაცვლოდ საინვესტიციო ჰოლდინგმა ავტომწარმოებელი კომპანიის 10%-იანი წილი მოიპოვა.

გასხვისების პროცედურა 2022 წელს დაიწყო და ის ახლა უკვე სრულად დასრულებულია. საერთო ჯამში, 17 წლის განმავლობაში უორენ ბაფეტის ჰოლდინგმა BYD-ის წყალობით, ოცმაგი ამონაღები მიიღო, რაც მას Berkshire-ის პორტფელში ერთ-ერთ საუკეთესო პოზიციად აქცევს.

როგორც Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელობა განმარტავს, ჰოლდინგმა დასახულ მიზანს მიაღწია და თანხის განაღდება სურს, რომელიც მომავალში სხვა პროექტებს მოხმარდება.

BYD-ის შეფასება ამჟამად $131 მილიარდს შეადგენს და ის უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ელექტრომობილების გლობალურ ბაზარზე ამჟამად უპირობო ლიდერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები