მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უპასუხისმგებლობაა, დღეს ეკონომიკის გადარჩენის პოსტკრიზისულ გეგმაზე საუბარი - პრემიერი

5ece37c328bcc
ვიქტორია მღებრიშვილი
27.05.20 13:57
927

უპასუხისმგებლობაა, დღეს ვინმე თუ საუბრობს ეკონომიკის გადარჩენის პოსტკრიზისულ გეგმაზე, მათ საერთოდ არაფერი გაეგებათ ეკონომიკაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამეტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა მუშაობს სამი მიმართულებით იმისთვის, რომ მსოფლიო კრიზისის გავლენა ქართულ ეკონომიკაზე შერბილდეს.

„კრიზისი არის გლობალური. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველოს ეკონომიკაზე ამას ექნება სერიოზული ზეგავლენა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეკონომიკური პარამეტრების შემცირებაზე ვიმუშავეთ და ერთად დავადასტურეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, პირველ რიგში, სავალუტო ფონდთან. აქედან გამომდინარე, ვიმუშავეთ დონორ ორგანიზაციებთან და დღეს დავაბალანსეთ შემოსავლები და ვამბობთ, რომ მხოლოდ ამის შემდგომ და არა მანამდე... რაღაც ასეთი ფუჭი დაპირებები - მოდი, ჩვენ დავხარჯოთ 1+2+3 და გაურკვეველი საერთოდ ეს ფული საიდან უნდა მოვიდეს, საიდან უნდა მოიტანონ და ა.შ. ამის შემდგომ ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი სამიზნე ობიექტი, პირველ რიგში, არის სოციალური დახმარება მოქალაქისთვის, იმიტომ რომ ეს არის გრძელვადიანი კრიზისი და მოქალაქეს ექნება გრძელვადიანი პრობლემა, უბრალოდ, შემოსავლები შეუმცირდება ან გაუქრება საერთოდ, რადგან დაკარგავს სამსახურს; მეორე - ჩვენი დახმარება ნაწილობრივ მოქალაქის და ნაწილობრივ კომპანიის იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ შეძლებისდაგვარად და მესამე - ეს არის კონკრეტული დახმარება კომპანიებისთვის, რათა კომპანიები ლიკვიდობის მიწოდების თვალსაზრისით გადავარჩინოთ კრიზისის პერიოდში“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ განმარტა, რომ მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე პოსტკრიზისულ გეგმაზე საუბარი ნაადრევია.

„მე არ ვამბობ რომ ეს არის პოსტ კრიზისული გეგმა. პოსტკრიზისული გეგმა ეს არის სხვა ისტორია.

უპასუხისმგებლობაა დღეს ვინმე თუ საუბრობს ეკონომიკის გადარჩენის პოსტკრიზისულ გეგმაზე, მათ საერთოდ არაფერი არ გაეგებათ ეკონომიკაში, ამიტომ როდესაც დღეს ქვეყანას და მსოფლიოს აქვს მოთხოვნა-მიწოდების ასეთი რისკი და არავინ იცის როგორი იქნება მოთხოვნა მიწოდების ჯაჭვი სულ რაღაც 2,3,4 თვეში მას შემდგომ რაც ეკონომიკა, საერთაშორისო ვაჭრობა გადალაგდება, საერთოდ პოსტკრიზისულ გეგმაზე საუბარი დღეს არის უპასუხისმგებლობა. ამიტომ მოდით შევთანხმდეთ ჩვენ ვსაუბრობთ ანტიკრიზისულ გეგმაზე“, - თქვა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები