2026 წელს 5 თვეში საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების იმპორტი გაიზარდა. ქვეყანაში იანვარ-მაისის განმავლობაში 886 ათასი დოლარის ღირებულების 2.1 ტონა საფრენი აპარატი შემოვიდა. იმპორტი მცირეა, თუმცა წლიური ზრდა 39.5% იყო.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უპილოტო საფრენი აპარატების მთავარი იმპორტიორი არაბთა გაერთიანებული საამიროებია, რომელზედაც იმპორტის ნახევარზე მეტი მოდის. საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $556 ათასი, 900 კგ;
- ლატვია - $100 ათასი, 200 კგ;
- ჩინეთი - $80 ათასი, 500 კგ;
- აშშ - $43 ათასი, 200 კგ;
- ვიეტნამი - $41 ათასი, 100 კგ;
- უნგრეთი - $28 ათასი, 200 კგ;
- ნორვეგია - $17 ათასი;
აღსანიშნია, რომ 2025 წელს ქვეყანამ ჯამში 2 მილიონი დოლარის ღირებულების 5 ტონა უპილოტო საფრენი აპარატი შეიძინა, რაც ღირებულებით და მოცულობით 2024 წლის იმპორტს მცირედით აღემატებოდა [2024 წელი $1.8 მლნ, 4.9 ტონა].




























