მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UPS-ის კვარტალურმა შემოსავალმა პროგნოზს გადააჭარბა და $22.8 მილიარდს მიაღწია

UPS

ამერიკულმა სატრანსპორტო გიგანტმა UPS-მა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში $22.8 მილიარდის კონსოლიდირებული შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.4%-ით მეტია და Wall Street-ის მიერ პროგნოზირებულ $21.81 მილიარდს აღემატება.

საყურადღებოა, რომ ჩამორჩენა დაფიქსირდა წმინდა მოგების კუთხით. კერძოდ, თუ გასული წლის შესაბამის პერიოდში კომპანიამ $1.28 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო, ამჯერად ამ მაჩვენებელმა $604 მილიონი შეადგინა.

რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, კომპანიის შიდა, ამერიკული ბაზრის შემოსავალი 6%-ით გაიზარდა, რაც თითო გზავნილზე მიღებული ამონაგების მატებით იქნა განპირობებული. პარალელურად, საერთაშორისო გადაზიდვების სეგმენტში 12.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ UPS-მა 2026 წლის მთლიანი ფინანსური პროგნოზიც გაზარდა. მათი შეფასებით, წლიური კონსოლიდირებული შემოსავალი $91.2 მილიარდს მიაღწევს, ხოლო ერთ აქციაზე კორექტირებული მოგება $7.22-ის ფარგლებში იქნება.

ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების შემდეგ, UPS-ის აქციების ფასი პრემარკეტზე 0.82%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქცია $112-ად იყიდება, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $96 მილიარდს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები