ამერიკულმა ლოგისტიკურმა გიგანტმა, UPS-მა სამსახურიდან 48,000-მდე თანამშრომლის გათავისუფლება გადაწყვიტა.
მენეჯმენტის განცხადებით, კომპანიის მიზანი საოპერაციო ხარჯების შემცირება და ეფექტიანობის გაზრდაა, ამიტომ ათასობით როლი სულად ავტომატიზებული იქნება, ხოლო თანამშრომელთა ნაწილი AI-აგენტებით ჩანაცვლდება.
United Parcel Service-ის ეს გადაწყვეტილება ინვესტორებმა პოზიტიურად მიიღეს და მისი გავრცელების შემდეგ კომპანიის აქციების შეფასება 7%-ით გაიზარდა.
ფინანსურ შედეგებს რაც შეეხება, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში UPS-მა $21.4 მილიარდის შემოსავალი და $1.3 მილიარდის მოგება მიიღო, რაც ანალიტიკოსების მოლოდინებს აღემატება და წინა წლის ანალოგიური პერიოდის შედეგსაც აჭარბებს.




























