ურალის ფასმა 2022 წლის შემოდგომის შემდეგ პირველად გადააჭარბა 70 დოლარს. დღეს, 15 აგვისტოს, ბარელი ურალის ფასი თითქმის 73 დოლარი ღირდა.
„ურალის ნავთობის საშუალო ფასმა მონიტორინგის პერიოდში 2023 წლის 15 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით შეადგინა 70.33 დოლარი ბარელზე, ანუ 513,4 აშშ დოლარი ტონაზე“, - ნათქვამია რუსეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
დასავლეთის ქვეყნებმა რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი, რაც 60 დოლარს შეადგენს ბარელზე გასულ წელს დააწესეს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ევროკავშირის ბაზარზე საკუთარ ნავთობს 60 დოლარზე უფრო ძვირად ვერ გაყიდის, EU-ს წევრი ქვეყნები კი ბარელ რუსულ ნავთობში განსაზღვრულ ფასზე მეტს ვერ გადაიხდიან. ზღვრულ ფასს ურალმა ჯერ კიდე ივლისში გადააჭარბა.