მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უროენ ბაფეტის Berkshire-მა $40 მილიონის BYD-ის აქციები გაყიდა

ბაფეტი BYD

უორენ ბაფეტის საფინანსო ჰოლდინგი Berkshire Hathaway ელექტრომობილების მწარმოებელ უმსხვილეს ჩინურ კომპანია BYD-ში ინვესტიციას ამცირებს. საერთო ჯამში, ჰოლდინგმა საფონდო ბირჟაზე გასაყიდად 40 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები გაიტანა.

2022 წლიდან მოყოლებული, უორენ ბაფეტის კომპანია BYD-ში ინვესტიციას ამცირებს. მაგალითად, ორი წლის წინ Berkshire-ის მფლობელობაში ჩინური კომპანიის 25%-იანი წილი იყო, თუმცა ის ამჟამად 6.9%-მდეა შემცირებული.

BYD-ში ინვესტიციის შემცირება ორი ძირითადი მიზეზითაა განპირობებული: პირველ რიგში, Berkshire-ს მოგების განაღდება და დივიდენდების განაწილება სურს; მეორე ფაქტორი კი ჩინეთში გართულებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებასთანაა დაკავშირებული, სიტუაციას განსაკუთრებით ამწვავებს აშშ-ჩინეთის გეოპოლიტიკური დაპირისპირება და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოწოდება - ამერიკულმა კომპანიებმა შეამცირონ ინვესტიციის მოცულობა ჩინურ ეკონომიკაში. აგრეთვე, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამერიკის მთავრობამ ჩინურ ელექტრომობილებზე 100%-იანი ტარიფი დააწესა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები