მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპული კომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. მან 720 წევრისგან შემდგარ ევროპარლამენტში ხმების უმრავლესობა მოიპოვა.

ლაიენმა დღეს გამართული კენჭისყრის შედეგად 401 ხმა მიიღო, მისი კანდიდატურის წინააღმდეგ კი 284 ხმა დაფიქსირდა. შესაბამისად, ევროკომისიას 2024-2029 წლებში სწორედ ურსულა ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.

ლაიენმა დღეს, კენჭისყრამდე, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე 5-წლიანი გეგმა წარადგინა.

65 წლის გერმანელი პოლიტიკოსი ევროკომისიის მე-13 პრეზიდენტი 2019 წელს გახდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტად ასევე მეორე ვადით აირჩიეს რობერტა მეცოლა. 45 წლის ქრისტიან-დემოკრატმა ახალარჩეული დეპუტატების მიერ მიცემული 623 ხმიდან 562 ხმა მოიპოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები