გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, აფასებს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს.
"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში არსებული შემაშფოთებელი ვითარების შესახებ ვესაუბრე, ევროკავშირი თქვენს მხარესაა. ქართველი ხალხის გაბედულ გადაწყვეტილებას, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს, ვაფასებ.
თქვენს ნებას პატივი უნდა სცენ. არავითარი საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება. ევროკავშირი თქვენს მხარესაა“, - წერს მარტა კოსი.