კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, USA2Georgia საკითხზე დიდი ალბათობით მოკვლევა დაიწყება, - ამის შესახებ ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს სააგენტოში მომხმარებელთა მხრიდან შესული განაცხადებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„USA2Georgia საკითხთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტოში რამდენიმე მომხმარებლის განაცხადი შემოვიდა და დიდი ალბათობით ამ საკითზე მოკვლევა დაიწყება. საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ დაინტერესებულ მხარეს 1 თვის განმავლობაში ვაცნობებთ“, - განაცხადა ლექვინაძემ.
მისი ინფორმაციით, 16 დეკემბრის მონაცემებით, კონკურენციის სააგენტოში მომხმარებლების მხრიდან 1-ელი ნოემბრიდან დაახლოებით 70-მდე განაცხადია შესული, აქედან 22 განაცხადზე მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და მოკვლევა დაწყებულია. საკითხები ძირითადად საყოფაცხოვრებო ტექნიკით ვაჭრობის მიმართულებებს ეხება... სხვა საკითხებიც არის. ჩვენ მივყვებით ამ პროცესს და კონკრეტული სტატისტიკის შესახებ წლის ბოლოს დაზუსტებული ინფორმაცია გვექნება“, - აღნიშნა კონკრენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის: ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში USA2Georgia-ს მიმართ მომხმარებლის უკმაყოფილების გამომხატველი არაერთი პოსტი და კომენტარი ვრცელდება. სხვადასხვა სახის პროდუქციის ონლაინ გამომწერები კომპანიის მიერ ტარიფების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდების არაეფექტურობასა და დაგვიანებით მიწოდებაზე საუბრობენ.