მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

,,უსაფრთხო ონლიანი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“

სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (CSD) პროექტის - ,,უსაფრთხო ონლიანი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“ - ფარგლებში იწვევს ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ორდღიან Bootcamp-ში, რომელიც მოიცავს ინტენსიურ ტრენინგ-კონკურსს თემაზე: „ციფრული ტრანსფორმაცია მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართული ქალებისთვის“. ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეების ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობების უნარების გაუმჯობესებასა და გენდერული თანასწორობის ასპექტების ინტეგრირების მნიშვნელობის წარმოჩენას მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის პროცესში. აქვე გეტყვით, რომ პროგრამა ,,უსაფრთხო ონლიანი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“ დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით და საქართველოში ხორციელდება ,,მერსი ქორფსის” და ,,სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (CSD)” თანამშრომლობით. ტრენინგი “ციფრული ტრანსფორმაცია მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართული ქალებისთვის” ხორციელდება “საქართველოს ტურიზმის ასოციაციის” თანაორგანიზებით და პარტნიორობით.

სტუმრები: თინათინ გოგუაძე - “საქართველოს ტურიზმის ასოციაციის” ციფრული ტრანსფორმაციის კომიტეტის ხელმძღვანელი;

თინათინ ბრეგვაძე - “საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე; ნინო ჩუბინიძე - Mercy Corps-ის საქართველოს წარმომადგენლობა;

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები