"უსაფრთხო უძრავი ქონება" - ამ სახელწოდებით BMG-სა და გაყიდვების კომპანია Prospect-ის მხარდაჭერით GREMO 2025 ჩატარდა. შეხვედრას სამშენებლო და დეველოპერული სექტორის, უძრავი ქონების სფეროსთან დაკავშირებული პირები და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში მიმდინარე წლის უძრავი ქონების ბაზრის ტენდეციებზე და 2026 წლის მოლოდინებზე კვლევა „თიბისი კაპიტალმა“ წარადგინა.
საინჟინრო მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და ევროპულ გამოცდილებაზე კი დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია კომპანია “ბაუმერმა“ გაუზიარა.
„წლევანდელი GREMO ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა უსაფრთხოება უძრავ ქონებაში, რასაც ვფიქრობ დიდი დრო უნდა ეთმობოდეს სექტორისგან და კომპანიები მეტს უნდა ვსაუბრობდეთ ამ მიმართულებით. მსგავსი შეხვედრები კარგია კომუნიკაციისთვის, მნიშვნელოვანია ერთად ავამაღლოთ ცნობიერება როგორც მომხმარებლებში, ისე ბიზნესს სექტორში.
ტენდენცია აჩვენებს, რომ ცნობიერება იზრდება, თუმცა ჯერ მოიცავს მხოლოდ რიგ მიმართულებებს, უფრო მეტად ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას რაც კარგია, თუმცა ეს სფერო სიღრმისეულად არის შესასწავლი მომხმარებლების და სამშენებლო სექტორის მხრიდან და ჩვენი როგორც კომპანიების ვალდებულებაა რომ ასეთ დეტალებზე მეტი ვისაუბროთ.“ - განაცხადა კომპანია „ბაუმერის“ დამფუძნებელმა ლევან ყირიმლიშვილმა.
სამშენებლო და დეველოპერული სექტორის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია უკვე მე-4 წელია თბილისსა და ბათუმში იმართება. შეხვედრის მიზანი საქართველოში უძრავი ქონების სექტორის განვითარებაა.
GREMO 2025-ის გენერალური სპონსორი სამშენებლო და დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“ იყო.
„უსაფრთხო უძრავი ქონება მრავალმხრივ შეიძლება იქნეს აღქმული, ეს არის საინვესტიციო უსაფრთხოება, სამშენებლო უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება და ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსს საკითხებზე საუბარი. „GREMO-მ“ წელს სწორედ ეს თემები დაფარა, რასაც მივესალმებით, მით უფრო რომ ჩვენ გენერალური სპონსორის სახით ვიყავით წარმოდგენილი ამ ღონისძიებაზე და სამომავლოდაც გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას.“ - განაცხადა „ალიანს ჯგუფის“ კომერციულმა დირექტორმა თემო ბიწაძემ.
სტრატეგიულ უსაფრთხოებაზე ისაუბრა გაყიდვების კომპანია „პროსპექტმა.“ კომპანიის დამფუძნებელმა გუგა კობახიძემ სექტორს ინფორმაცია მოგების, ნდობის, გაყიდვებისა და ბრენდის ღირებულების ზრდის მიმართულებით წარუდგინა.
პრეზენტაციების შემდეგ სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ პანელური დისკუსია გაიმართა, სადაც ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი საკითხები იქნა გამოტანილი.
„მოხარულები ვართ მსგავსი ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობით, ჩვენი ინდუსტრიისთვის ეს უმნიშვნელოვანესია. ეს არის საკითხები, რომელიც ბიზნესს მუდმივად აწუხებს. დარგი მუდმივად იზრდება, გამოწვევებიც იცვლება და ჩვენ ამ მიზნით ვარ შეკრებილები რომ ვისაუბროთ არა იდეალურ სურათზე, არამედ თვალი გავუსწოროთ რეალობას და ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილებები, რათა პროგნოზირებადი გავხადოთ სექტორი.
უსაფრთხო გარემო ბიზნესისთვის და უსაფრთხო გარემო ბიზნესში - მნიშვნელოვანია ამ ორივე კომპონენტში ვაღწევდეთ რისკების მინიმუმამდე დაყვანას. მადლობა ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის.“ - განაცხადა „იელთი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა მახარაძემ.
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტი "ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურისთვის" სექტორის ხუთი წარმომადგენელი დააჯილდოვა.
დასრულებული მშენებლობის მოვლა-პატრონობისთვის ჯილდო კომპანია „არსს,“ პრემიუმ სეგმენტის განვითარებისთვის „დომუს დეველოპემნტს,“ ქალაქგარეთ არსებული სწორი განაშენიანებისთვის კი პროექტ „შინვუდს“ გადაეცა.
უსაფრთხო, გამჭვირვალე და მომხმარებელზე მორგებულ სავაჭრო კომერციული უძრავი ქონების განვითარებისთვის ჯილდო კომპანია „ აი ჯი დეველოპმენტმა, “ ენერგოეფექტური მშენებლობისთვის კი „იტონგ კავკასუსმა“ მიიღო.
GREMO 2025-ის მხარდამჭერები ასევე იყვნენ: „თიბისი კაპიტალი,“ "იელთი ჯგუფი," "აპექს დეველოპმენტი," კომპანია "არქი," "სიმეტრია," საინჟინრო კომპანია "ბაუმერი", არქიტექტურული ფირმა "ტასჰაბი," "იტონგ საქართველო," კომპანია "Building Solutions", "სტუდიო კასა."




























