მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უსაფრთხოების რა სტანდარტი არის დაწესებული მოპედისთვის? - NIU-ს განმარტება

NIU

ბოლო წლებში, თბილისისა და ბათუმის ქუჩებში ბევრი მოპედი და ელექტრომოპედი გამოჩნდა, რაც, უმეტესწილად, ქუჩებში შექმნილ საცობებს და ორთვლიანი ტრანსპორტის ეკონომიურობას უკავშირდება. თუმცა ეკონომიურობასთან და სისწრაფესთან ერთად, არსებობს მოსაზრება, რომ ორთვლიანი ტრანსპორტი უსაფრთხო არ არის, რის გამოც, ადამიანები, რომლებიც მოპედებსა და მოტოციკლებს ატარებენ, როგორც წესი, დამატებით აღჭურვილობას ყიდულობენ.

როგორც საქართველოში ელექტრომოპედებისა და ქიქ-სკუტერების მწარმოებელი კომპანიის, NIU-ს ოფიციალური წარმომადგენელ Auto Gallery-ში ამბობენ, თუ მომხმარებელი მოპედით ყველა წესის დაცვით გადაადგილდება, ეს ტრანსპორტი საკმაოდ უსაფრთხოა.

“ინფორმაცია, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვრცელდება, ზოგჯერ თავიდან ბოლომდე მითია, ხშირად კი - მხოლოდ სანახევროდაა სიმართლე.

პირველ რიგში, აუცილებელია ჩაფხუტის ტარება, რაც კანონმდებლობითაც არის გათვალისწინებული, მაგრამ ის აზრი, რომ მოპედით სიარული ძალიან საშიშია, ჩემთვის, პირადად, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან თუ სახიფათო მანევრებს არ განვახორციელებთ, ეს ტრანსპორტი საკმაოდ უსაფრთხოა, მით უფრო, რომ სიჩქარე 45-75 კმ/სთ-ის შუალედში მერყეობს, რაც თბილისისთვის არც თუ ისე მაღალია.

დამატებით მოწყობილობებს რაც შეეხება, ჩვენთან მომხმარებელს ყველანაირი ეკიპირების შეძენა შეუძლია. ზამთარში, მაგალითად, ცივა, მაგრამ ამისთვისაც კი არსებობს სხვადასხვა ტიპის ეკიპირება. თუ კონკრეტული აღჭურვილობა ადგილზე არ გვაქვს, შეიძლება მისი გამოწერაც”, - განაცხადა Auto Gallery-ის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელმა, ლევან თაღიაშვილმა TECH INFORM-ში.

BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში ლევან თაღიაშვილმა საქართველოში არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოზეც ისაუბრა, რომელიც კონკრეტული მოპედების მფლობელებს ავალდებულებს, მართვის მოწმობა ჰქონდეთ.

“თავდაპირველად, მართვის მოწმობის ქონა აუცილებელი არ იყო, რის გამოც იმატა, როგორც მოპედების რაოდენობამ, ასევე, სამწუხაროდ, უბედური შემთხვევების. ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მოპედს მინიმუმ B-კატეგორიის მართვის ან ნებისმიერი მართვის მოწმობა სჭირდება - თუ მართვის მოწმობა გაქვს, დაბალი კუბატურის მქონე, ანუ დაბალი სიმძლავრის მოპედის ტარებას შეძლებ.

თუმცა თუ მეტი სიჩქარე და მეტი გამავლობა გჭირდებათ, ანუ 50-დან 120 კმ/სთ-მდე, საჭიროა სპეციალური მართვის მოწმობა”, - აღნიშნა ლევან თაღიაშვილმა TECH INFORM-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები