თანამედროვე საავტომობილო ბიზნესში უსაფრთხოდ მართვის სისტემები ერთ-ერთი გამოწვევაა. მართვის გასამარტივებლად მწარმოებლები ავტომფლობელებს სხვადასხვა სიახლეს სთავაზობენ.
უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილ ავტომობილებს აქვთ მახასიათებლები, რომლებიც წინასწარ აფრთხილებენ მძღოლს პრობლემების წარმოქმნის შესახებ. სენსორებისა და კამერების მეშვეობით შესაძლებელია განათებისა და შუშის მწმენდების ავტომატურად ჩართვა, კრუიზ კონტროლის უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც სენსორი არ მისცემს ავტომობილს ხაზიდან გასვლის საშუალებას.
სისტემების მეშვეობით, შესაძლებელია შეჯახების თავიდან აცილება, სატელიტური ნავიგაციისა და საგზაო გაფრთხილებების ჩართვა, 360 გრადუსიანი კამერა, რომელიც სენსორებისა და კამერების ერთობლიობით ქმნის ავტომობილის პანორამულ გამოსახულებას, რის შედეგადაც არ რჩება ბრმა ზონა ავტომობილის ირგვლივ. ასევე მძღოლების გაფრთხილება შესაძლო დაბრკოლებების შესახებ და კიდევ სხვა მრავალი რამ, რაც აუცილებელია უსაფრთხო და მშვიდი გადაადგილებისათვის.
ერთ-ერთი ასეთი სისტემაა პარკინგ კონტროლი და უკანა ხედვის კამერა, რომელიც მძღოლს სხვადასხვა სენსორების დახმარებით უსაფრთხოდ მართვასა და პარკირებაში ეხმარება. სენსორებისა და კამერების მეშვეობით სისტემას შეუძლია აღმოაჩინოს უახლოესი დაბრკოლებები და ასევე მძღოლის შეცდომების შემდეგ, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
დადასტურებულია, რომ ამ სისტემას შეუძლია ადამიანური შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა.
ამ სისტემის არასრულფასოვანი მუშაობის მთავარი გამომწვევი მიზეზი ხშირად ავტომობილის ელექტროობაა. დენის არასტაბილური მიწოდების გამო, დიდი შანსია სენსორებისა და კამერების მუშაობის დისციპლინა დაირღვეს, რაც საბოლოო ჯამში სისტემის გაუმართაობას გამოიწვევს. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ სისტემის მონტაჟს მეორეულ ავტომობილებზე, რადგან უხარისხოდ დაკალიბრების შემთხვევაში, ხარვეზების წარმოქმნის ალბათობა საკმაოდ მაღალია.
თანამედროვე ავტომობილების უსაფრთხოების სისტემების გამართულად მუშაობაზე „თეგეტა მოტორსში“ პროფესიონალები ზრუნავენ. AUTEL ADAS - ი წარმოადგენს უნივერსალურ მულტიბრენდულ დანადგარს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, ავტომობილის ყველა აქტიური უსაფრთხოების სისტემისა და სენსორების შეკეთება.
უსაფრთხოების სისტემების გამართულად მუშაობისათვის Autel MaxiSys ADAS-ი სრულ დიაგნოსტიკურ ფუნქციას უზრუნველყოფს. სისტემის მეშვეობით შესაძლებელია ასევე დამტვრეული ავტომობილის შეკეთება, მინის შეცვლა და სხვა მრავალი ოპერაციის შესრულება. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ თავდაპირველმა, არაზუსტმა კალიბრაციამ, დიდი შანსია უსაფრთხოების სისტემების არასრულფასოვანი მუშაობა გამოიწვიოს, მისი გამართულობის შემთხვევაში კი ავტომობილის მართვა უფრო სასიამოვნო და უსაფრთხოა.




























