მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID ახალი პროექტით საქართველოში განათლების სექტორს $14 მილიონით დააფინანსებს

USA

დღეიდან ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო ახალ პროგრამას - "USAID განათლება მომავლისთვის" - იწყებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლების სექტორს $14 მილიონით დააფინანსებს.

დაფინანსების ფარგლებში, პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო გარემოსა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს. მას საქართველოში საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო კომპანია "ქემონიქსი" ახორციელებს.

"USAID განათლება მომავლისთვის" საქართველოში 5 წლის მანძილზე ხელს შეუწყობს მომავალ მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხისა და ინკლუზიურობის გაზრდას, სკოლის მართვის გაუმჯობესებასა და სკოლის ავტონომიურობის გაძლიერებას", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროგრამა საქართველოს განათლების სამინისტროსთან, აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აშშ-ის სკოლების მსოფლიო ქსელთან და საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით განხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები