მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID ოფიციალურად იხურება - მარკო რუბიო

usaid

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ოფიციალურად დახურვის რეჟიმში გადადის. ამის შესახებ რუბიო პლატფორმაზე X-ზე წერს.

"იანვრის შემდეგ ჩვენ გადასახადების გადამხდელებს დავუზოგეთ ათობით მილიარდი დოლარი. რადგან ძირითადი პროგრამების მცირე ნაწილი სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცა, USAID ოფიციალურად დახურვის რეჟიმშია. ახლა რასი [რასელ ვოუტი] ხელმძღვანელობს იმ სააგენტოს დახურვას, რომელიც დიდი ხნის წინ გადავიდა რელსებიდან" - წერს რუბიო.

ცნობისთვის, რასელ ვოუტი თეთრი სახლის ბიუჯეტის სამმართველოს ხელმძღვანელია.

ცნობისთვის, USAID-ი 1961 წელს, ცივი ომის დროს პრეზიდენტ ჯონ კენედის მიერ შეიქმნა, რომელიც ძირითადად პასუხისმგებელი იყო საგარეო დახმარებაზე. 2025 წლის პირველ ნახევარში ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის პროექტების 83% შეწყვიტა. ივლისში კი ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ USAID-ის პროგრამები ინტეგრირებული იყო სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც ამჟამად აშშ-ის უცხოურ დახმარებას ადმინისტრირებს, ხოლო USAID-ი დახურვის პროცესშია.

USAID-ი აფინანსებდა სხვადასხვა მიმართულების პროექტებს 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები