მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უშაქრო დესერტების წარმოება ძვირი ჯდება და ფასიც მაღალი გამოდის - კონდიტერი დავით გორგოშიძე

დავით გორგოშიძე

Marron pastry-ის და “დიდებული ტორტების” დამფუძნებლის და კონდიტერის დავით გორგოშიძის თქმით, უშაქრო დესერტების წარმოება ძვირი ჯდება და სარეალიზაციო ფასიც მაღალი გამოდის, შესაბამისად, ამ ეტაპზე საკონდიტრომ უარი თქვა უშაქრო და უგლუტენო ე.წ რთული დესერტების წარმოებაზე.

თუმცა, როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში გორგოშიძემ აღნიშნა, მარტივი ტიპის დესერტების უშაქრო ვერსიების წარმოებაზე მუშაობენ და სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე მათ სარეალიზაციო ობიექტებში გამოჩნდება.

"ესპანეთში მაქვს გავლილი მასტერკლასი, რომელიც ეხებოდა უშაქრო, ულაქტოზო და უგლუტენო პროდუქციის წარმოებას. ეს იმდენად რთული ტექნოლოგიური მიმართულებაა, რომ რთული ტიპის დესერტების გაკეთება ძალიან ძვირი ჯდება. შესაბამისად, ერთი [ნაჭერი] დესერტი 25 ლარი რომ ეღირება, არ იქნება მასზე მოთხოვნა და რეალიზაცია გართულდება. გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე შედარებით ბიუჯეტური შესაბამისი ნედლეული არ არის, ამიტომ მიჭირს უშაქრო რთული ტიპის დესერტების წარმოების დაწყება. მაგრამ ვგეგმავთ, რომ ახალ წლამდე უშაქრო მარტივი ტიპის დესერტების, მათ შორის მაფინის, ბრაუნის და ა.შ. წარმოება დავიწყოთ”, - განაცხადა დავით გორგოშიძემ.

ცნობისთვის, საკონდიტრო “დიდებული” 2008 წელს გამოჩნდა ბაზარზე, მოგვიანებით მას თანამედროვე საკონდიტრო მიმართულება - Marron pastry დაემატა. დღეს საკონდიტრო ქსელი ხუთ ფილიალს ფლობს, ხუთივეს თბილისში: დიდ დიღომში, დიღმის მასივში, თემქაზე, ჯიქიას ქუჩაზე და ახალ ფილიალს ნუცუბიძის ქუჩაზე.

საკონდიტრო Marron-ის მეხუთე ფილიალი გაიხსნა - კონდიტერი დავით გორგოშიძე სამომავლო გეგმებზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები