აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტის დავით ცირდავას თქმით, უცხოელი წევრები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან და საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებს სვამენ.
როგორც ცირდავამ BMG-ის განუცხადა, არსებული ვითარება ამ ეტაპზე ინვესტიციების შემოსვლას ხელს არ უშლი.
„ჩვენი წევრები ძირითადად არიან სხვადასხვა ქვეყნებიდან. უცხოელ წევრებს აქვთ კითხვები ამ კანონთან მიმართებით. გარკვეული კითხვები ისმის, თუ რა კურსით მიმდინარეობს მოვლენები საქართველოში. ჩვენგან ხდება გარკვეული განმარტებები. ამ ეტაპზე არაა შეფერხება, რომ ინვესტიციები განახორციელონ საქართველოში“,- ამბობს ცირდავა.